понедельник, 21 июля 2014 г.

ქოლესტერინის სიჭარბე კიბოს უჯრედების ზრდას უწყობს ხელს

ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი სახეობის

კიბოს უჯრედების (მაგ., ძუძუს და პროსტატის) ზრდა დამოკიდებულია ჰორმონებზე, ხოლო თავის ტვინის სიმსივნეების - ე.წ. “ცუდ” ქოლესტერინზე (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები). მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს სიმსივნის ზრდის შემაჩერებელი პრეპარატების შემუშავებას.

ჟურნალ “Cancer Discovery”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორები აღნიშნავენ, რომ გლიობლასტომების (თავის ტვინის სიმსივნის ყველაზე ხშირი და აგრესიული ფორმა) 90%-ს აღენიშნება ე.წ. ჰიპერაქტიული სასიგნალო გზა ქოლესტერინისთვის. ეს ნიშნავს, რომ ხდება სიმსივნის უჯრედების დაპროგრამირება “ცუდი” ქოლესტერინის შთანთქმაზე, რაც მათ ზრდას უზრუნველყოფს.ა

კვლევამ აჩვენა, რომ სიმსივნური უჯრედების ზრდა და განვითარება დამოკიდებულია ქოლესტერინის უზარმაზარ რაოდენობაზე. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ფარმაკოლოგიური გზით უჯრედებისათვის ქოლესტერინის წართმევა გლიობლასტომების მკურნალობისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავების საფუძველი გახდება. ექსპერტთა თქმით, ეს მექანიზმი შეძლებს სიმსივნური უჯრედების მნიშვნელოვანი ტოქსიკურობის გარეშე განადგურებას. სპეციალისტების ეს ვარაუდი დადასტურდა ადამიანის თავის ტვინის სიმსივნურ უჯრედებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებისა და ცხოველებზე ექსპერიმენტის მსვლელობაში.

აღსანიშნავია, რომ მულტიფორმული გლიობლასტომა თავის ტვინის პირველადი სიმსივნეების 52%-ს და ქალასშიდა სიმსივნეების 20%-ს შეადგენს. ამჟამად მის სამკურნალოდ ქიმიოთერაპიული, სხივური და ქირურგიული მეთოდები გამოიყენება, თუმცა სიმსივნის რადიკალური ქირურგიული ოპერაციაც და შემდეგ სამკურნალწამლო პრეპარატების გამოყენებაც კი ვერ უზრუნველყოფს პაციენტის სიცოცხლის მნიშვნელოვან გახანგრძლივებას, რომელიც საშუალოდ 8-10 თვეს შეესაბამება დიაგნოზის დადგენიდან.
ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ აჩვენა, რომ ზოგიერთი სახეობის კიბოს უჯრედების (მაგ., ძუძუს და პროსტატის) ზრდა დამოკიდებულია ჰორმონებზე, ხოლო თავის ტვინის სიმსივნეების - ე.წ. “ცუდ” ქოლესტერინზე (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები). მეცნიერებს სჯერათ, რომ ეს აღმოჩენა ხელს შეუწყობს სიმსივნის ზრდის შემაჩერებელი პრეპარატების შემუშავებას.

სტატია აღებულია საიტიდან www.medportal

Комментариев нет:

Отправить комментарий