понедельник, 21 июля 2014 г.

კუჭის კიბოს იწვევს ბაქტერია

კუჭის კიბოს იწვევს ბაქტერია

ჰელიკობაქტერ პილორი ბაქტერიაა, რომელიც თითქოს კარგად იყო შესწავლილი

თანამედროვე მედიცინაში. იგი აღმოჩენილია 1983 წელს და ამის შემდეგ მეცნიერებმა უკვე მოასწრეს დაედგინათ მისი უნარი, გამოეწვია კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. ცოტა ხნის წინ ციურიხის უნივერსიტეტში მოულოდნელი აღმოჩენა გაკეთდა – დადგინდა, რომ კუჭის ლორწოვანი გარსის კედელზე ჰელიკობაქტერ პილორის მოხვედრისას ირღვევა უჯრედის დნმ-ის სტრუქტურა და ამით მათი ერთგვარი “მომზადება” ხდება ავთვისებიანი ტრანსფორმაციისათვის.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბო წარმოადგენს ლეტალობის მაღალი მაჩვენებლის მქონე მესამე ყველაზე გავრცელებულ ონკოლოგიურ დაავადებას მსოფლიოში. ახალი აღმოჩენა, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ, განსაზღვრულ კორექტივებს შეიტანს ამ სტატისტიკაში. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ჰელიკობაქტერ პილორი ზიანის მიყენებას მხოლოდ გარკვეული პერიოდის გავლის შემდეგ იწყებს, ამავე დროს, რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ეს შუალედი, მით უფრო დამღუპველი იქნება შედეგები.

თუკი ანტიბიოტიკების დახმარებით სახიფათო ბაქტერია ორგანიზმში მოხვედრიდან რამდენიმე საათში განადგურდება, მაშინ შედეგი შექცევადი იქნება.

“ამ კვლევას უაღრესად დიდი მნიშნელობა აქვს მსოფლიო ონკოლოგიური პრაქტიკისთვის და მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ მიღებული ცოდნის განხორციელებას, პერსპექტივაში ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჰელიკობაქტერ პილორის საწინააღმდეგო საშუალებების შემუშავება სერიოზულად შეცვლის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი დაავადებების სტატისტიკას” - ამბობს პროფესორი ანე მიულერი (Anne Müller) ციურიხის უნივერსიტეტიდან
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий