წარმატებით დასრულდა მოდიფიცირებული ვირუსის კიბოს სამკურნალოდ გამოცდა
მეცნიერებმა წარმატებით გამოსცადეს მოდიფიცირებული ვირუსი კიბოს სამკურნალოდ.
კვლევას აწარმოებდა ოტავის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი ჯონ ბელის ხელმძღვანელობით.
კვლევას აწარმოებდა ოტავის უნივერსიტეტის მეცნიერთა გუნდი ჯონ ბელის ხელმძღვანელობით.
მათ გენური ინჟინერიის საფუძველზე შეიმუშავეს და გამოსცადეს ვირუსი JX-594, რომლის შეყვანაც ორგანიზმში ინტრავენურად ხდება. იგი ანადგურებს სიმსივნეს და კვლავწარმოებას ახდენს სიმსივნის შიგნით. მეცნიერები სიმსივნეში ნერგავენ “გარეშე” გენს და ეს გენი ახდენს კიბოსსაწინააღმდეგო ცილების წარმოებას.
კვლევა ჩატარდა 23 მოხალისეზე, რომელთაც სხვადასხვა ტიპის კიბო აღენიშნებოდათ. ჩანერგილი ვირუსი აზიანებს მხოლოდ სიმსივნეს და არ მოქმედებს ჯანსაღ ქსოვილზე.
ექსპერიმენტის შედეგები დიდი იმედების მომცემია და ონკოლოგები თვლიან, რომ ეს მეთოდი სერიოზულად შეცვლის ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий