понедельник, 21 июля 2014 г.

ნამცხვარი ზრდის საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს

ნამცხვარი ზრდის საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკს

შვედი მეცნიერები კაროლინის უნივერსიტეტიდან გვაფრთხილებენ, რომ ტკბილეულის

ხშირი მოხმარება ზრდის საშვილოსნოს კიბოს განვითარების ალბათობას, კერძოდ კვირაში ორჯერ ან სამჯერ კექსებისა და ორცხობილას მიღებისას 33%-ით ხშირია კიბოს განვითარების შემთხვევები, ხოლო მეტი ჯერადობის შემთხვევაში, რისკი 42%-მდე იზრდება, წერს The Daily Mail.


იმისათვის, რომ გამოევლინათ კავშირი ტკბილეულის მიღებასა და საშვილოსნოს კიბოს შორის, მკვლევარებმა შეისწავლეს ათასობით ქალის მონაცემები, რომლებსაც 1987-1990 წლებში შევსებული ქონდათ კითხვარი დიეტის, ცხოვრების სტილის, წონისა და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის შესახებ. იმ ადამიანებმა, რომლებიც ცოცხლები იყვნენ ათი წლის შემდეგ, ისევ უპასუხეს კითხვებს რაციონის შესახებ.


2008 წელს მეცნიერებმა შეადარეს კითხვებზე პასუხი ქალების სამედიცინო რუქებს. მათ განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა საშვილოსნოსშიდა კიბო. კვლევაში მონაწილე 61226 ქალიდან კიბო აღმოაჩნდა 729-ს.  აღმოჩნდა, რომ კამფეტები, მარმელადი, მურაბა არ ახდენდა გავლენას დაავადების განვითარებაზე, რაც არ შეიძლება ითქვას კექსებისა და ორცხობილას შესახებ.


კერძოდ, იმ ქალებში, რომლებიც დღეში იღებდნენ 35 გრამ შაქარზე მეტს (რაც შეესაბამება, დაახლოებით 7 ჩაის კოვზ შაქარს), აღინიშნა საშვილოსნოს კიბოს განვითარების რისკის ზრდა 36%-ით. შეიძლება საქმე იმაშია, რომ შაქარი იწვევს ინსულინის გადმოსროლის პროვოცირებას, რომელიც თავის მხრივ, ასტიმულირებს  საშვილოსნოს ლორწოვანის უჯრედების აქტიურ ზრდას. ის ასევე ზრდის ესტროგენის დონეს, რომელიც აინიცირებს არაკონტროლირებად უჯრედულ ზრდას, რაც კიბოს ძირითადი მახასიათებელია. რისკი იზრდება ასაკთან ერთად, ასევე წონაში მატებასათან და იმ შემთხვევაში, თუკი დედასაც ქონდა კიბო. ბავშვის გაჩენა კი ამცირებს კიბოს განვითარების რისკს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий