Glaxo-ს ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა ქალებს ანალური კიბოს განვითარებისგან იცავს
კოსტა რიკაში ჩატარებული ქალების ფართომაშტაბიანი კვლევის შედეგების მიხედვით,Glaxo-ს ადამიანის პაპილომავირუსის ვაქცინა ქალებს ანალური კიბოს განვითარებისგან იცავს. საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინამ (HPV) პროტექტორული უნარი გამოავლინა ანალური კიბოს მიმართ.

ვაქცინა პრევენციული მნიშვნელობისაა საშვილოსნოს ყელის კიბოსთვის, რომელიც ქალებში მეორე ყველაზე გავრცელებულ კიბოს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში. HPV-ის სხვადასხვა შტამი, ასევე, იწვევს ანალური, მამაკაცის სასქესო ორგანოს, თავისა და კისრის კიბოს განვითარებას.
კვლევისთვის მეცნიერებმა გააანალიზეს 18-25 წლის 4 210 ჯანმრთელი ქალის ანალური ქსოვილის ნიმუშები. მათ ნახევარს გაკეთებული ჰქონდა ვაქცინის სამი დოზა, ხოლო მეორე ნახევარს – პლაცებო ვაქცინა. ოთხი წლის შემდეგ ქალებს ჩაუტარდათ ტესტირება ანალური და საშვილოსნოს ყელის HPV 16 და 18 ინფექციებზე.
აღმოჩნდა, რომ ვაქცინით მოხდა HPV-ით გამოწვეული ანალური კიბოს 62%-ის და საშვილოსნოს კიბოს 77%-ის პრევენცია.
ქალებში, რომლებსაც ადრე არ აღენიშნებოდათ HPV- დაინფიცირება, ვაქცინის პრევენციული უნარი ანალური კიბოსთვის შეესაბამებოდა 84%-ს და საშვილოსნოს ყელის კიბოს - 89%-ს.
დოქტორი ეიმ კრეიმერი (Aimee Kreimer) ჟურნალ “Lancet Oncology”-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს, რომ კვლევამ დაადასტურა ვაქცინის გამოხატული პროტექტორული უნარი ანალური ინფექციის მიმართ.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий