ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი და ანტივირუსული საშუალებები კიბოს წინააღმდეგ
უკანასკნელი კვლევის შედეგების მიხედვით, ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებელი და
ანტივირუსული საშუალებები პრეტენზიას აცხადებენ კიბოსსაწინააღმდეგო პრეპარატების წოდებაზე, რომელთაც უნარი შესწევთ გაუმკლავდნენ ონკოლოგიური დაავადებების ყველაზე სასიკვდილო ფორმებს. როგორც აღმოჩნდა, ტკივილგამაყუჩებლები “თიშავენ” სხეულის შიდა კავშირების სისტემას, რომელიც კიბოს უჯრედების ზრდას უწყობს ხელს, აღნიშნავს The Daily Mail.

ჩვეულებრივ, მთვლემარე ციტომეგალოვირუსი, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 75%-ს აღენიშნება, “იღვიძებს” კიბოს უჯრედების გამოვლენის შემთხვევაში და ამის შემდეგ აჩქარებს მის ზრდას. ითვლება, რომ აღნიშნული ვირუსი დგას თავის ტვინის, ძუძუსა და პროსტატის კიბოს განვითარების უკან. ვირუსის ანტივირუსული და ანთებისსაწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებლებით მკურნალობა სიმსივნის ზრდის სიჩქარეს 72%-მდე ამცირებს, დაადგინეს კაროლინის ინსტიტუტის თანამშრომლებმა.
მათი თქმით, აღნიშნული მიდგომა სიმსივნის ზრდის შეკავების საშუალებას მოგვცემს. მაშინ ქიმიოთერაპია ბოლომდე გაანადგურებს წვრილ წარმონაქმნებს.
პროფესორი სესილია სოდერბერგ-ნაუკლერი აღნიშნავს, რომ ექსპერიმენტის მსვლელობაში გამოვლინდა, რომ ჩვეულებრივი პრეპარატებით შესაძლებელია სიმსივნის ზრდის შეჩერება.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий