საკვების ზეგავლენა პროსტატის კიბოს განვითარებაზე
საკვებად კვერცხის გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს წინამდებარე ჯირკვლის კიბოს
სიცოცხლისთვის საშიში ფორმა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Cancer Prevention Research”, იტყობინება Medical News Today.
სიცოცხლისთვის საშიში ფორმა. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Cancer Prevention Research”, იტყობინება Medical News Today.
ცნობილია, რომ დამუშავებულმა წითელმა ხორცმა შეიძლება წინამდებარე ჯირკვლის პროგრესირებადი ფორმის კიბოს განვითარების რისკის მატება გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტები პროსტატის კიბოსა და კვებას შორის კავშირის შესახებ ძალიან მცირეა, მეცნიერები მაინც ვარაუდობდნენ, რომ ფრინველის საკვებად გამოყენება მის კანთან და კვერცხებთან ერთად დააჩქარებდა დაავადების განვითარებას.
ერიკ რიჩმენმა კოლეგებთან ერთად ჩაატარა კვლევა. მათ გამოიყენეს კვებასთან დაკავშირებული მონაცემები 27607 ადამიანისა, რომელთაც აკვირდებოდნენ 1994-დან 2008 წლამდე პერიოდში. დასაწყისში მათ არ აღენიშნებოდათ კიბოს არსებობა. ამ ჯგუფში შევიდნენ მამაკაცები, რომელთაც განუვითარდათ პროსტატის კიბო სხვა ორგანოებზე გავრცელებით და ისინი, ვინც დაიღუპა ამ დაავადებით. ამან საშუალება მისცა მეცნიერებს შეესწავლათ პროსტატის კიბოს სასიკვდილო ფორმის განვითარებაზე დამუშავებული ხორცის, ფრინველისა და კვერცხების მიღების გავლენა.
აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს, რომლებიც კვირაში 2,5 და მეტ კვერცხს ჭამდნენ, პროსტატის კიბოს სასიკვდილო ფორმის განვითარების რისკი 81%-ით მეტი ჰქონდათ, ვიდრე მათ , ვინც კვირაში საშუალოდ ნახევარ კვერცხზე ნაკლებს ღებულობდა.
კვლევის მონაცემების საფუძველზე მეცნიერები აღნიშნავენ, რომ პროსტატის კიბოს ლოკალიზებულ ფორმას შეუძლია სასიკვდილო ფორმად გადაქცევა, თუკი გაგრძელდება საკვებად ფრინველისა და დამუშავებული ხორცის მიღება , ხოლო კვერცხის მიღებამ კი პროსტატის კიბოს ლეტალური ფორმის განვითარების რისკის მატება შეიძლება ჯანმრთელ მამაკაცებშიც გამოიწვიოს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий