მეცნიერებმა მოახდინეს გადატრიალება კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში

აგრესიული კიბოს გამეორების თავიდან ასაცილებლად, იუწყება News.com.au. მათ აღმოაჩინეს მექანიზმი, რომელიც იწვევს ფილტვის წვრილუჯრედოვანი კიბოს რეციდივს ქიმიოთერაპიის შემდეგ, რაც იძლევა მკურნალობის ახალი მეთოდების შექმნის იმედს.

”თუკი შესაძლებელი გახდება Hedgehog სიგნალის დათრგუნვა მედიკამენტებით, შევძლებთ ქიმიოთერაპიის ეფექტურობის გაზრდას და რეციდივის რისკის შემცირებას”, - ამბობს პროფესორი უოტკინსონი.
თავის მხრივ, მეცნიერებმა კვინსლენდიდან აღმოაჩინეს გენების ორი ვარიანტი, რომლებიც ზრდიან მელანომის რისკს. მელანომა - კანის კიბოს ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სახეა, მაგრამ ყველაზე სახიფათოა. აღნიშნული აღმოჩენა გაზრდის ამ დაავადების რისკის ქვეშ მყოფი ადამიანების უფრო ზუსტი პროგნოზირების შესაძლებლობას.
შესაბამის რისკებთან ერთად შერწყმული სხვა ცნობილი გენეტიკური ვარიანტებისაგან განსხვავებით, გენების ორი ახალი ვარიანტი არ იწვევს ცვლილებებს კანის ფერის ან ხალების რაოდენობის მხრივ. ”გენების ერთი ვარიანტი, როგორც აღმოჩნდა, ჩართულია დნმ-ის ულტრაიისფერი სხივებით დაზიანების შემდგომ აღდგენაში. მეორე შეიძლება მონაწილეობდეს სიმსივნეების წარმოქმნაში”, აღნიშნავს წამყვანი მკვლევარი სტიუარტ მაკგრეგორი.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий