Е ვიტამინის სიჭარბე საშიშია პროსტატის კიბოს განვითარების რისკის თვალსაზრისით

ყოველდღიურად დიდი რაოდენობით იღებენ ამ დანამატს (400 ერთ), 17%-ით მაღალი აქვთ პროსტატის კიბოს განვითარების რისკი შემდეგი შვიდი წლის განმავლობაში, წერს The Telegraph.

მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ისინი იყენებდნენ დოზას, რომელიც თითქმის 20-ჯერ აღემატებოდა დღიურ ნორმას (22 ერთეული). 50 წელს გადაცილებულ 3500 მამაკაცს აძლევდნენ ვიტმინურ დანამატებს ან პლაცებოს. იმ ჯგუფში, სადაც იღებდნენ ვიტამინურ დანამატს, ყოველი 1000 ადამიანიდან პროსტატის კიბო განვითარდა 76 შემთხვევაში. პლაცებოს ჯგუფში კი ეს მაჩვენებელი უტოლდებოდა 65-ს.
მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, ექსპერტები გვაფრთხილებენ: ადამიანები უფრო სკეპტიკურად უნდა მიუდგნენ ვიტამინური დანამატების მიღებას. მართალია, მოცემული ვიტამინი ჩვეულებრივ შედის მულტიკომპლექსური ვიტამინების შემადგენლობაში, მკვლევარები საეჭვოდ მიიჩნევენ მის საოცარ თვისებებს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ Е ვიტამინის დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების განვითარება.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий