ნიგოზი ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

ექსპერიმენტული კვლევებით დაადგინეს, რომ ნიგვზის დიეტა ორჯერ ამცირებს ძუძუს კიბოს განვითარების რისკს, ხოლო სიმსივნის განვითარების შემთხვევაში ის კეთილთვისებიანი ბუნებისაა. პროფესორი ელეინ ჰარდმანი ქალებს ყოველდღიურად 50-55 გ ნიგვზის მიღებას ურჩევს.

გარდა ამისა, ნიგოზი მდიდარია უჯერი ცხიმოვანი მჯავების შემცველი მცენარეული ზეთით, რაც ქოლესტერინის დონის დაქვეითებისა და სისხლძარღვების მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. ამავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ცხიმი თუმცა მცენარეულია, მაგრამ მაინც ცხიმია ე.ი. ნიგოზი საკმაოდ კალორიულია, ამიტომ ჭარბი წონის მქონე ადამიანებისთვის ნიგოზი არ წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს, რადგან 100 გ ნიგოზი 60 გ-ზე მეტი ცხიმის შემცველია.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий