суббота, 19 июля 2014 г.

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ზრდის კიბოს რისკს?

ექსტრაკორპორალური განაყოფიერება ზრდის კიბოს რისკს?

ნიდერლანდებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში, რომლებმაც ჩაიტარეს

ექსტრაკორპორალური განაყოფიერების (IVF) პროცედურა, ორჯერ უფრო მაღალი იყო საკვერცხის კიბოთი დაავადების რისკი საკონტროლო ჯგუფთან შედარებით.


ექიმებმა შეადარეს 19 000 ქალის მონაცემები, რომლებმაც სიცოცხლეში ერთხელ მაინც ჩაიტარეს IVF, 6000 ქალის მონაცემებს, რომლებსაც აღნიშნული პროცედურა არ ქონდათ ჩატარებული.


ქალების მთელი რაოდენობიდან (ანუ 25 ათასი ქალიდან) საკვერცხის ავთვისებიანი სიმსივნე განუვითარდა 77-ს. როგორც ითვლება, აღნიშნული დაავადების რისკი ძალიან დაბალია, თუმცა მეცნიერებმა შეამჩნიეს კარგად გამოხატული ტრენდი - იმ ქალებს, რომლებმაც ჩაიტარეს ეს პროცედურა და მიიღეს მასთან დაკავშირებული ჰორმონული პრეპარატები, კიბოთი დაავადების რისკი მნიშვნელოვნად უფრო მაღალი ქონდათ: საკვერცხის კიბოთი დაავადებული 77 ქალიდან 66-ს ჩატარებული ქონდა IVF.


მეცნიერების გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ დაავადების რისკი არ იყო დამოკიდებული IVF-ის პროცედურების რაოდენობაზე, რომელიც დასჭირდა ქალს. ამ ფაქტის ახსნა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა და ფენომენი საჭიროებს შემდგომ შესწავლას.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий