суббота, 19 июля 2014 г.

ყავა დაკავშირებულია ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების უფრო დაბალ რისკთან

ყავა დაკავშირებულია ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების უფრო დაბალ რისკთან

დღეში, საშუალოდ, 4 ფინჯანი ყავის მოხმარება დაკავშირებულია ენდომეტრიუმის
კიბოს განვითარების უფრო დაბალ რისკთან, იუწყებიან დოქტორი ჯინ ჯე (Youjin Je) და მისი კოლეგები ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის კვებისა და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტიდან (Boston, Massachusetts). მათ მიერ ყავის მოხმარებასა და ენდომეტრიუმის კიბოს რისკს შორის კავშირი შესწავლილი იქნა პროსპექტული კვლევის - Nurses Health Study- ფარგლებში, ხოლო შედეგები გამოქვეყნებული იქნა ”Cancer Epidemiology, Biomarkers & Prevention”-ის ონ-ლაინ გამოცემაში.

გაანალიზებული იქნა 34-59 წლის ასაკის მქონე 67470 ქალის 1980 წლის მონაცემები. ყავის სუმარული საშუალო მოხმარება განისაზღვრა ანკეტური გამოკითხვის შედეგად. 26-წლიანი დაკვირვების განმავლობაში სულ დარეგისტრირებული იქნა ენდომეტრიუმის კიბოს 672 შემთხვევა.


4 ფინჯანზე ნაკლები ყავის მოხმარება არ ასოცირდებოდა ენდომეტრიუმის კიბოს რისკის ცვლილებასთან, ერთი ფინჯანი ან უფრო ნაკლები ყავის მოხმარებასთან შედარებით. მრავალვარიანტული ანალიზი მოიცავდა მრავალრიცხოვან ფაქტორებს, როგორიცაა სხეულის მასის ინდექსი, მენოპაუზის ასაკი, მენარხეს ასაკი, მშობიარობათა რაოდენობა და ასაკი ბოლო მშობიარობის დროს, ორალური კონტრაცეპტივების გამოყენება, ჰორმონების გამოყენება მენოპაუზის დროს, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება.
დღეში 4 ან მეტი ფინჯანი ყავის მიღება ასოცირდებოდა რისკის შეფარდებით შემცირებასთან ყოველდღიურად ერთი ფინჯანზე ნაკლები ყავის მოხმარებასთან შედარებით (მრავალვარიანტული რისკების შეფარდება 0,75). 2-3 ჭიქა ყავის დალევა დაკავშირებული იყო რისკების 7%-ით შემცირებასთან, თუმცა განსხვავება სტატისტიკურად დამაჯერებელი არ იყო.


რისკის აბსოლუტური შემცირების ტერმინის ქვეშ იგულისხმება შემდეგი: ქალებში, რომლებიც სვამდნენ 4 და მეტ ფინჯან ყავას, ენდომეტრიუმის კიბოს რისკი შემცირდა ყოველ 100 000 ქალზე 56-დან 35-მდე შემთხვევამდე.


მეცნიერებმა მსგავსი ასოციაცია შეამჩნიეს, როდესაც ისინი შემოიფარგლნენ მხოლოდ კოფეინიანი ყავის მოხმარების ანალიზით. ამ შემთხვევაში აღინიშნა ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკის შეფარდებითი შემცირება 30%-ით ყოველდღიურად 4 და მეტი ჭიქა ყავის მოხმარების დროს, ერთი ფინჯანზე ნაკლები ყავის მოხმარებასთან შედარებით.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий