დიეტოლოგები ამტკიცებენ: შოკოლადი დაგვიცავს ნაწლავების კიბოსაგან
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ კაკაოს ყოველდღიური მოხმარება მნიშვნელოვნად
ამცირებს ამ დაავადების განვითარების რისკს. სპეციალისტების სიტყვებით, აღნიშნული სამუშაო ნათლად გვიჩვენებს დასავლეთ აფრიკაში მოწეული კაკაოს მარცვლების სარგებლიანობას
ამცირებს ამ დაავადების განვითარების რისკს. სპეციალისტების სიტყვებით, აღნიშნული სამუშაო ნათლად გვიჩვენებს დასავლეთ აფრიკაში მოწეული კაკაოს მარცვლების სარგებლიანობას

კვების პროდუქტებისა და დიეტოლოგიის ინსტიტიუტის თანამშრომელმა დოქტორმა მარია არიბასმა გადაწყვიტა, თაგვებზე გამოეცადა, შეუძლია, თუ არა შოკოლადს, დაგვიცვას ნაწლავების კიბოსაგან მაშინ, როდესაც ორგანიზმი კანცეროგენული ნივთიერებების ზეგავლენას განიცდის. ამ მიზნით მან ჩაატარა ექსპერიმენტი.
მღრღნელები დაყო ორ ჯგუფად. ცხოველების ერთი ჯუფის რვა-კვირიანი რაციონის 12%-ს შეადგენდა კაკაო, ხოლო მეორე ჯგუფი კაკაოს საერთოდ არ იღებდა. გამოყოფილი დროის შემდეგ ორივე ჯგუფის ცხოველები განიცდიდნენ კანცეროგენული ნივთიერების - აზოქსიმეტანის ზეგავლენას, რომელიც 4 კვირაში იწვევს ნაწლავის კიბოს განვითარებას. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ იმ ცხოველებში, რომლებიც იღებდნენ კაკაოს, მეცნიერებმა ბევრად ნაკლები კიბოსწინარე დაზიანებები აღმოაჩინეს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий