вторник, 22 июля 2014 г.

პროტეინული დიეტა ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და ამუხრუჭებს სიმსივნის ზრდას

პროტეინული დიეტა ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და ამუხრუჭებს სიმსივნის ზრდას

პროტეინებით მდიდარი დიეტა, რომელიც ნახშირწყლებს შეზღუდული რაოდენობით

შეიცავს, ამცირებს კიბოს განვითარების რისკს და ამუხრუჭებს სხეულში უკვე არსებული სიმსივნის ზრდას. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში Cancer Research.
კვლევები ჩატარდა თაგვებზე და ექსპერტები ამტკიცებენ, რომ მსგავსი მიდგომები იმუშავებს ადამიანებშიც. კვლევის ხელმძღვანელმა ჯერალდ კრისტალმა კოლეგებთან ერთად შეუყვანა ცხოველებს ადამიანის კიბოს ან თაგვის კიბოს უჯრედები. ცხოველები ორიდან ერთერთ დიეტაზე იმყოფებოდნენ:

პირველი დიეტა შეიცავდა: ნახშირწყლებს – 55%, პროტეინებს – 23%, და ცხიმებს -22%.
მეორე დიეტა პროტეინებით უფრო დატვირთული იყო: ნახშირწყლები – 15%, პროტეინები – 58%, და ცხიმები -26%. გარკვეული დროის შემდეგ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ მეორე დიეტაზე მყოფ ცხოველებში სიმსივნეები მნიშვნელოვნად უფრო ნელა იზრდებოდა.

ძუძუს კიბოსადმი მიდრეკილების მქონე თაგვების ნახევარს პირველი დიეტის შემთხვევაში კიბო განუვითარდათ პირველივე წელს, ხოლო მეორე დიეტის შემთხვევაში - კიბოს განვითარებას საერთოდ არ ჰქონია ადგილი.

მეცნიერებმა, ასევე, მოახდინეს უჯრედების ზრდის დამამუხრუჭებელი mTOR და ანთებისსაწინაარმდეგო COX-2 აგენტების ეფექტის ტესტირება. აღმოჩნდა, რომ ეს ინჰიბიტორები თაგვებში ავლენდნენ დამატებით ეფექტს ცილოვანი რაციონის მოხმარების შემთხვევაში. საქმე იმაშია, რომ კიბოს უჯრედებს ესაჭიროებათ უფრო მეტი გლოკოზა ზრდისა და განვითარებისთვის. ხოლო ნახშირწყლების მოხმარების შემცირება ზღუდავს გლუკოზისა და ინსულინის რაოდენობას სისხლში, რასაც უკავშირებენ სწორედ კიბოს განვითარებას.
გარდა ამისა, პროტეინებით მდიდარ დიეტას უფრო მეტი შანსი აქვს მოახდინოს იმუნური სისტემის აქტივაცია კიბოს უჯრედებთან ბრძოლისთვის და ასევე, შეეწინააღმდეგოს სიმსუქნის განვითარებას, რომელიც, თავისთავად, ქრონიკული ანთებისა და კიბოს პროვოცირების ერთ-ერთი მიზეზია.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий