вторник, 22 июля 2014 г.

შავი ჟოლოს ახალი სახეობა – მძლავრი საშუალება კიბოს წინააღმდეგ

შავი ჟოლოს ახალი სახეობა – მძლავრი საშუალება კიბოს წინააღმდეგ

მეცნიერებმა გამოიყვანეს შავი ჟოლოს უნიკალური სახეობა. მათი თქმით, ეს ყველაზე

სასარგებლო კენკრაა. მას უწოდეს Mac Black. უფრო მკვეთრად გამოხატულ საგემოვნო თვისებებთან ერთად, კენკრა მდიდარია საკვები ნივთიერებებით და ანტიოქსიდატებით, რომლებიც ეწინააღმდეგება კიბოს განვითარებას, წერს The Daily Mail.
აღნიშნულ სახეობაში დიდი რაოდენობითაა ელაგოვის მჟავა (მძლავრი ანტიოქსიდანტი, რომელსაც ნაოჭების საწინაააღმდეგო მოქმედებაც ახასიათებს), ანტოციანი (ბუნებრივი საღებავი, რომელიც მცენარეს ჭარბი რადიაციისა და პათოგენებისგან იცავს). ცნობილია, რომ ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც აზიანებენ სხეულის უჯრედებს. 
ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოავლინეს მსხვილი ნაწლავისა და ხახის კიბოს რაოდენობის მნიშვნელოვანი სტატისტიკური შემცირება თაგვებში, რომელთაც შავი ჟოლოთი მდიდარი დიეტით კვებავდნენ. გარდა ამისა, ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ჟოლოსა და მაყვალს შეუძლია შეამციროს ძუძუს, სწორი ნაწლავის, ხახისა და კისრის კიბოს განვითარების სიჩქარე.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий