вторник, 22 июля 2014 г.

მზეზე რეგულარული ყოფნა დაგვიცავს ძუძუს კიბოსაგან

მზეზე რეგულარული ყოფნა დაგვიცავს ძუძუს კიბოსაგან

თუკი საშუალოდ სამ საათს გავატარებთ მზეზე, შეიძლება 50%-მდე შევამციროთ ძუძუს

კიბოს განვითარების რისკი, იუწყება The Daily Mail.
აღნიშნულ სფეროში ჩატარებულმა სამეცნიერო შრომებმა აჩვენა, რომ მზეზე რეგულარული ყოფნა კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის მატარებელია, ვინაიდან ის ახდენს კანში D ვიტამინის გამომუშავების სტიმულირებას. როგორც ლაბორატორიული ტესტები მეტყველებენ, სარძევე ჯირკვლის უჯრედებს უნარი აქვთ ვიტამინი გარდაქმნან ჰორმონად, რომელსაც გააჩნია კიბოს საწინააღმდეგო თვისებები.
კანადელმა მეცნიერებმა შეადარეს ძუძუს კიბოს მქონე 3101 ქალისა და 3471 ჯანმრთელი ქალის მდგომარეობა. ხდებოდა თითოეული მათგანის გამოკითხვა მზეზე დაყოვნების ხანგრძლივობის შესახებ როგორც მოზარდობის პერიოდში, ასევე 20, 30, 40, 50 წლის ასაკში და 60-დან 70- წლამდე.
ანკეტირების შედეგების მიხედვით, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალში American Journal of Epidemiology, ის ქალები, რომლებიც მოზარდობის პერიოდში მზეზე იმყოფებოდნენ კვირაში 21 საათს მაინც, 29%-ით ნაკლებად ავადდებოდნენ კიბოთი.
იმ ქალებისათვის, რომლებიც დიდ დროს ატარებდნენ გარეთ 40-50 წლის ასაკში, ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების რისკი შემცირდა 26%-ით, ხოლო 60 წელს გადაცილებული ქალებისათვის - 50%-ით. ამასთან ერთად, მკვლევარებმა გაარკვიეს, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც იღებდნენ D ვიტამინის რეკომენდებულ დოზას, უფრო იშვიათად ემართებოდათ გულის შეტევები ან ინსულტი.
ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სკოლის კვლევის მიხედვით, რომლის დროსაც თითქმის 20 წელი აკვირდებოდნენ 119000 მოზრდილის ჯანმრთელობას, გაირკვა, რომ იმ მამაკაცებში, რომლებიც დღიურად იღებდნენ D ვიტამინს არანაკლებ 600 МЕ ოდენობით, 16%-ით ნაკლებად იყო გამოხატული გულთან დაკავშირებული პრობლემები ან ინსულტი იმ მამაკაცებთან შედარებით, რომლებიც მოიხმარდნენ 100 МЕ-ზე ნაკლებ D ვიტამინს. თუმცა ქალებში ეს კანონზომიერება არ დაფიქსირებულა.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий