вторник, 22 июля 2014 г.

ბეტა-ბლოკერები ზრდიან გადარჩენის შანსს სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს

ბეტა-ბლოკერები ზრდიან გადარჩენის შანსს სარძევე ჯირკვლის კიბოს დროს

ერთ-ერთი კვლევის შედეგების მიხედვით, ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებში,
რომლებიც იღებდნენ ბეტა-ბლოკერებს, ურეციდივოდ გადარჩენის შანსი იყო უფრო მაღალი, ვიდრე იმ ავადმყოფებში, რომლებიც არ იღებდნენ ამ პრეპარატებს. სხვა კვლევაში პირველი ჯგუფის ქალებში უფრო იშვიათად იყო დიაგნოსტირებული სარძევე ჯირკვლის კიბოს აგრესიული ფორმები და ისინი უფრო იშვიათად იღუპებოდნენ ამ დაავადების გამო.
თუმცა მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კვლევის მიმდინარეობის აღნიშნულ ეტაპზე ჯერ კიდევ ადრეა ლაპარაკი ბეტა-ბლოკერების აუცილებელ ჩართვაზე ამ დაავადების მკურნალობის პროცესში. ”ჩვენ აღმოვაჩინეთ კავშირი, ახლა კი უნდა დავამტკიცოთ, რომ გადარჩენის შანსის ზრდა განპირობებულია სწორედ ბეტა-ბლოკერებით და არა სხვა რამით”, განმარტავს კვლევის ერთ-ერთი მონაწილე დოქტორი Melhem-Bertrand.
ბეტა-ბლოკერები ამუხრუჭებენ ”სტრესის ჰორმონების” - ადრენალინისა და ნორადრენალინის ეფექტს. მეცნიერთა ინტერესი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულ ცხოველების მაგალითზე დადგენილი იქნა, რომ სტრესი ხელს უწყობს სიმსივნურ ზრდას.
დოქტორმა Melhem-Bertrand-მა კოლეგებთან ერთად შეისწავლა ძუძუს კიბოს მქონე 1400 ქალის ავადმყოფობის ისტორია, რომლებსაც ჩაუტარდათ სხივური და ქიმიოთერაპია ქ. ჰიუსტონის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სამედიცინო ცენტრში (ტეხასი). ამ ქალების დაახლოებით 7% იღებდა ბეტა-ბლოკერებს, ძირითადად მეტოპროლოლსა და ატენოლოლს.
ოპერაციის შედეგად ამოკვეთილ სიმსივნეებში არ იქნა აღმოჩენილი რაიმე განსხვავება, თუმცა შემდგომმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ოპერაციის ჩატარებიდან 3 წლის შემდეგ ცოცხალი გადარჩა 87% იმ ქალებიდან, რომლებიც იღებდნენ ბეტა-ბლოკერებს და 77% - იმ ჯგუფიდან, რომლებიც არ იღებდნენ ამ პრეპარატებს. ამასთან, ეს განსხვავება შენარჩუნებული იქნა მას შემდეგაც, რაც გაკეთდა შესწორებები ასაკის, კიბოს სტადიის, შაქრიანი დიაბეტის არსებობისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
განსაკუთრებით გასაოცარი აღმოჩნდა შედეგები იმ ქალების შემთხვევაში, სადაც სიმსივნემ არ მოახდინა რეაგირება ჰორმონულ თერაპიაზე სამი სხვადასხვა პრეპარატის გამოყენების შემდეგ. ამის მიუხედავად, შეიძლება იყოს სხვადასხვა გაუთვალისწინებელი ფაქტორები, კერძოდ პაციენტების ცხოვრების წესი, სხვა მედიკამენტების მიღება და სხვ.
გარდა ამისა, კვლევისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა მონაწილეთა რაოდენობა, გადარჩენის საერთო მაჩვენებლის შესაფასებლად. ამავე დროს შეუძლებელია არ იქნას გათვალისწინებული ბეტა-ბლოკერების შესაძლო გვერდითი ეფექტები (არტერიული წნევის დაქვეითება, პულსის შენელება), ასე, რომ გრანდიოზულ აღმოჩენაზე ლაპარაკი რამდენადმე ნაადრევია, აღნიშნავს Melhem-Bertrandt.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий