ანტიოქსიდანტები ეხმარებიან კიბოს უჯრედებს?
საყოველთაოდ გავრცელებული აზრი, რომლის მიხედვითაც ანტიოქსიდანტები
ებრძვიან კიბოს, შეიძლება სიმართლეს არ შეეფერებოდეს, ამტკიცებენ მეცნიერები. სინამდვილეში ანტიოქსიდანტები ეხმარებიან კიბოს უჯრედებს ისევე, როგორც ჩვეულებრივ უჯრედებს, წერს New Scientist.
ებრძვიან კიბოს, შეიძლება სიმართლეს არ შეეფერებოდეს, ამტკიცებენ მეცნიერები. სინამდვილეში ანტიოქსიდანტები ეხმარებიან კიბოს უჯრედებს ისევე, როგორც ჩვეულებრივ უჯრედებს, წერს New Scientist.
ჟანგბადის აქტიური ფორმები (ჟაფ) მეტაბოლიზმის ბუნებრივი გვერდითი პროდუქტებია. მათ აქვთ უჯრედების დაზიანებისა და, როგორც ითვლება, კიბოს პროვოცირების უნარი. ანტიოქსიდანტები შთანთქავენ მათ (ჟაფ) მანამდე, სანამ ისინი ზიანს მიაყენებენ ორგანიზმს.

მათ შთამომავლებში აღინიშნა კიბოს უჯრედები, რომლებიც იმყოფებოდნენ განვითარების ადრეულ სტადიაზე და შეიცავდნენ რეაქტიული ჟანგბადის მაღალ კონცენტრაციას და ჩვეულებრივზე უფრო იშვიათად მრავლდებოდნენ. ჯონ ჰეიზის სიტყვებით (დანდის უნივერსიტეტი), აღნიშნული ფაქტი ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას. აუცილებელია შევამოწმოთ, შეიძლება თუ არა Nrf2-ის რეგულირება კიბოსსაწინააღმდეგო თერაპიის ფარგლებში.
თუმცა, უნდა დავიმახსოვროთ, რომ Nrf2 პასუხისმგებელია 100-ზე მეტი გენის ექსპრესიაზე, ამიტომ ის ალბათ შეძლებს სიმსივნის ზრდის თავიდან აცილებას არამარტო ჟანგბადის აქტიური ფორმების კონტროლირებით, არამედ სხვა საშუალებებითაც.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий