სიმსუქნე ძუძუს კიბოს განვითარების წამყვანი მიზეზია
სიმსუქნე ასაკოვან ქალებში ძუძუს კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმის
განვითარების წამყვანი მიზეზია. დაავადების განვითარების შემდეგ მძლავრ ფაქტორს ალკოჰოლი და მოწევა წარმოადგენს, იუწყება გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ცენტრი.
განვითარების წამყვანი მიზეზია. დაავადების განვითარების შემდეგ მძლავრ ფაქტორს ალკოჰოლი და მოწევა წარმოადგენს, იუწყება გაერთიანებული სამეფოს კიბოს კვლევის ცენტრი.
დიდ ბრიტანეთში ძუძუს კიბო რვიდან ერთ ქალს უვითარდება სიცოცხლის მანძილზე. მათი მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სიმსივნეების უმრავლესობა “ჰორმონ-მგრძნობიარეა”, რაც ნიშნავს, რომ სიმსივნის ზრდა ჰორმონებით სტიმულირდება.
ცხიმოვანი ჩანართების სიმრავლე ზრდის “სასქესო” ჰორმონების დონეს.
კვლევამ აჩვენმა, რომ პოსტმენოპაუზურ პერიოდში ესტროგენებისა და ტესტოსტერონის მაღალი დონე 2-3-ჯერ ზრდის ქალებში ძუძუს კიბოს განვითარების რისკს იმ ქალებთან შედარებით, რომლებსაც ჰორმონების ყველაზე დაბალი დონე აღენიშნებათ.
ცნობილია, რომ გარკვეულ პერიოდებში ჰორმონების დონეზე მოქმედი ფაქტორები, როგორიცაა ორსულობა, ორალური კონტრაცეპტივები და მენოპაუზა, ცვლის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.
უკანასკნელი კვლევის მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში “the British Journal of Cancer”, სიმსუქნე რისკ ფაქტორების სათავეში უნდა იყოს, იგი ცხოვრების სტილთან დაკავშირებულ ფაქტორს წარმოადგენს, რომლის გარკვეული კონტროლია შესაძლებელი.
ჯანსაღი სხეულის წონის შენარჩუნება და ალკოჰოლის მოხმარების შემცირება ძირითადია ძუძუს კიბოს რისკის შემცირებისთვის, ამბობს დოქტორი ჯულია შარპი.
ოქსფორდის უნივერსიტეტის გუნდმა შეისწავლა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფი 6300 ქალის მონაცემები და დაადგინა, რომ ქალის წონას ყველაზე დიდი გავლენა ჰქონდა სასქესო ჰორმონების დონეზე, რასაც მცირე განსხვავებით მოჰყვებოდა მოწევა და ალკოჰოლის მოხმარება.
ქალებს, რომლებსაც აღენიშნებათ ჭარბი წონა ან სიმსუქნე – სხეულის მასის ინდექსი მეტია 25-ზე ან უფრო მაღალია – აქვთ ჰორმონების, როგორიცაა ესტროგენი და პროჟესტერონი, მაღალი დონე.
ასეთივე მაჩვენებლებია იმ ქალებში, რომლებიც ყოველდღიურად სვამენ ალკოჰოლს ორ ნახევარ ერთეულზე მეტი რაოდენობით ან ეწევიან 15 სიგარეტზე მეტს.
ექსპერტთა თქმით, ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი მოდიფიცირებადი რისკ-ფაქტორების შესახებ.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაავადების განვითარების რისკზე შეიძლება მოქმედებდეს ოჯახური ისტორია და ასაკის მატება, მაგრამ ამავე დროს ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ არის ისეთი ფაქტორებიც, რომელსაც შეუძლია კიბოს განვითარების რისკის შემცირებაც.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий