вторник, 22 июля 2014 г.

ის ადამიანები, რომლებიც დილას იწყებენ სიგარეტით, კიბოს განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან

ის ადამიანები, რომლებიც დილას იწყებენ სიგარეტით, კიბოს განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან

ამერიკელმა მეცნიერებმა  პენ სტეიტის სამედიცინო კოლეჯიდან გამოიკვლიეს 7610
მწეველის ჯანმრთელობის მდგომარეობა და განაცხადეს: ის ადამიანები, რომლებიც დილას იწყებენ სიგარეტით, კიბოს განვითარების განსაკუთრებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. აღნიშნული ეფექტი არ არის დამოკიდებული მწეველების  სხვა ჩვევებზე. თუკი ადამიანი მოწევს სიგარეტს გაღვიძებიდან 30 წუთის განმავლობაში, ფილტვის კიბოს განვითარების რისკი იზრდება ორჯერ.

კვლევაში  მონაწილე პირებიდან 4776 მწეველს უკვე ქონდა ავთვისებიანი სიმსივნე, ხოლო 2835 -იყო ჯანმრთელი. ადამინებს, რომლებიც მაშინვე იწყებდნენ მოწევას, იმათგან განსხვავებით, ვინც პირველი  სიგარეტის მოწევას იწყებდა გაღვიძებიდან მინიმუმ ერთი საათის შემდეგ, კიბოს განვითარების 79%-ით უფრო მაღალი შანსი ქონდათ. ამასთან, ამ მაჩვენებელზე ზემოქმედებას არ ახდენდა ერთ დღეში მოწეული სიგარეტის რაოდენობა.


სხვა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 1850 მწეველი, 1055-ს აღენიშნებოდა თავის ან კისრის მიდამოს სიმსივნე. ამ მონაცემების საფუძველზე ექსპერტებმა გაკეთეს დასკვნა: ის ადამიანები, რომლებიც პირველ 30 წუთში იწყებდნენ მოწევას, 59%-ით მეტად არიან მიდრეკილები კიბოს განვითარების მიმართ, ვიდრე ისინი, რომლებიც  იცდიან ერთ საათს და მეტს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий