კატები - ტვინის კიბოს მიზეზი?
ფრანგი მეცნიერებმა ფრედერიკ ტომასის ხელმძღვანელობით (მონტპილიერეს
კვლევითი ინსტიტუტი) გააკეთეს სახიფათო განცხადება: კატების მეპატრონეებს შეიძლება განუვითარდეთ ტვინის კიბო, რაც უკავშირდება კატების ნაწლავებში მობინადრე პარაზიტებს.
კვლევითი ინსტიტუტი) გააკეთეს სახიფათო განცხადება: კატების მეპატრონეებს შეიძლება განუვითარდეთ ტვინის კიბო, რაც უკავშირდება კატების ნაწლავებში მობინადრე პარაზიტებს.
საქმე ეხება პარაზიტს Toxoplasma gondii. სტატისტიკის თანახმად მათი აღმოჩენა შეიძლება მსოფლიოს მოსახლეობის ერთ მესამედში. ისინი იწვევენ ქარაქტეროლოგიურ ცვლილებებს როგორც ცხოველებში, ასევე ადამიანებში. ამასთან პარაზიტები მრავლდებიან მხოლოდ კატის სხეულში, რომლებიც არიან მათი კვერცხების გადამტანები და ამ გზით იწვევენ ინფექციის გავრცელებას.
ამის გამო ორსულ ქალებს ურჩევენ, არ გაწმინდონ კატის სადგომი, ვინაიდან დაინფიცირებამ შეიძლება ბავშვის დაღუპვა გამოიწვიოს. ამჯერად, როგორც მიმდინარე კვლევამ აჩვენა, სიფრთხილე მართებს ყველა ადამიანს.
მკვლევარებმა შეაგროვეს მსოფლიო მონაცემები ტვინის კიბოს შესახებ როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში და შეადარეს ისინი მონაცემებს T. gondii-ით დაინფიცირების გავრცელების შესახებ. აღმოჩნდა, რომ კიბოთი დაავადების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება იმ ქვეყნებში, სადაც პარაზიტი თავს ყველაზე უკეთ გრძნობს.
უნდა ითქვას, რომ ცხოველებში პარაზიტის მიერ კიბოს პროვოცირების შესახებ მონაცემები ადრეც არსებობდა, ასევე ცნობილი იყო, რომ ის იწვევს ქცევასთან დაკავშირებულ ცვლილებებს. მაგ. დაინფიცირებული ვირთხები კარგავდნენ შიშის გრძნობას კატების წინაშე, რითაც თავს საფრთხეში იგდებდნენ. ეს კი ძალიან მოსახერხებელია პარაზიტისათვის. ამ გზით ისინი უფრო სწრაფად და ადვილად ხვდებოდნენ კატების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც უკვე თავისუფლად შეეძლოთ გამრავლება.
რაც შეეხება ადამიანების ქცევას, მამაკაცები ამ პარაზიტის ზეგავლენით ხდებიან უფრო აგრესიულები, ეჭვიანები, ქალები კი უფრო სექსუალურები, ამბობენ მეცნიერები. ამასთან ერთად გამოვლენილი იქნა გარკვეული კავშირი შიზოფრენიასთანაც. მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ: კატებისა და მათი ცხოველმყოფელობის პროდუქტების გარდა ადამიანები უნდა მოერიდონ ცუდად მომზადებულ ხორცს (განსაკუთრებით ცხვრის, ღორის და ირმის), დაბინძურებულ წყალს და ნიადაგს, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ კატების ფეკალიებს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий