вторник, 22 июля 2014 г.

საკვერცხის კიბოს გენი რისკის ექვსჯერ მატებას იწვევს

საკვერცხის კიბოს გენი რისკის ექვსჯერ მატებას იწვევს

მეცნიერებმა გამოავლინეს გენი, რომელიც საკვერცხის კიბოს განვითარების რისკს
ექვსჯერ ზრდის.


70-დან ერთი ქალი საკვერცხის კიბოს განვითარების რისკის ქვეშაა. ეს დაავადება ყოველწლიურად 4200 ადამიანის სიცოცხლეზეა პასუხისმგებელი.


დეფექტური RAD15D გენი რისკს ერთიდან 11-მდე ზრდის.

აღმოჩენა გაკეთებულია ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მეცნიერების მიერ.


გენეტიკოსი და ეპიდემიოლოგი პროფესორი ნაზნინ რამანი (Nazneen Rahman) ამბობს: “ამჟამად ამ რისკის მქონე ქალებს აინტერესებთ შესაძლებელია თუ არა მშობიარობის შემდეგ საკვერცხეების მოცილებით აღნიშნული საფრთხის თავიდან აცილება”.


კვლევის შედეგები, რომელიც გამოქვეყნებული ჟურნალში “Nazneen Rahman”, შემოფარგლულია მხოლოდ გენის საკვერცხის კიბოს განვითარების რისკთან კავშირის განხილვით.


პროფესორ ნაზნინ რამანის თქმით, არსებობს რეალური იმედი იმისა, რომ შემუშავდება გენზე დამიზნებული სპეციფიკური მოქმედების მქონე მედიკამენტები.


კვლევა ეყრდნობოდა საკვერცხისა და ძუძუს კიბოს ოჯახური ისტორიის მქონე 911 და საერთო პოპულაციიდან არჩეული 1060 ქალის დნმ-ის შედარებას.


დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ცენტრი აღნიშნავს, რომ ათ წელზე მეტი პერიოდის მანძილზე ეს კვლევა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საკვერცხის კიბოს გენის აღმოჩენის თვალსაზრისით.


მეცნიერებს სჯერათ, რომ კვლევის შედეგები დაეხმარება სპეციალისტებს პაციენტებისადმი პერსონალური მიდგომებისა და რისკის უფრო ზუსტი განსაზღვრისათვის.


ცნობილია, რომ საკვერცხის კიბოს 6500 ახალი შემთხვევიდან 10% კავშირშია დაავადების ოჯახურ ისტორიასთან.


გადარჩენის რისკი საკვერცხის კიბოს შემთხვევაში მწირია კიბოს სხვა ტიპებთან შედარებით. ძუძუს კიბოს მქონე პაციენტთა გადარჩენის შანსი 92%-ს შეადგენს დიაგნოზის დადგენიდან სულ მცირე ხუთი წლის მანძილზე მაშინ, როდესაც საკვერცხის კიბოსთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ ათიდან ოთხის შესაბამისია.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий