вторник, 22 июля 2014 г.

სისხლის ტესტით საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება

სისხლის ტესტით საკვერცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება

მკვლევართა თქმით, სისხლში არსებული ქიმიკატის საშუალებით შესაძლებელი

გახდება საკვრცხის კიბოს ადრეული დიაგნოსტირება.


ამერიკელ მეცნიერთა გუნდმა იპოვა მარკერი ანტისხეული საკვერცხის კიბოს მქონე ქალების სისხლში.
საკვერცხის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენა რთულია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ვითარდება ფარულად, ხოლო გამოვლენის დროს მკურნალობა ძალზედ გაძნელებულია.


კვლევა წარმოებული იყო ჩიკაგოს საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის გუნდის მიერ. ისინი იკვლევდნენ ქალების სისხლში ანტისხეულების არსებობას მეზოთელინის მიმართ, რომელიც ნანახია საკვერცხის კიბოს უჯრედების ზედაპირზე.


კვლევაში მონაწილე ქალების ნაწილს აღენიშნებოდა უნაყოფობასთან დაკავშირებული პრობლემები (109), საკვერცხის კიბო (28), საკვერცხის კეთილვისებიანი ზრდა(24), დანარჩენი ნაწილი კი - ჯანმრთელი იყო (152).


სისხლში ანტისხეულები ნანახი იქნა საკვერცხის კიბოს მქონე ქალების უმრავლესობაში, ასევე, საკვერცხის პრობლემებთან დაკავშირებული უნაყოფო ქალების შემთხვევაშიც.


ანტისხეულები არ აღმოჩნდა ჯანმრთელ და კეთილთვისებიანი სიმსივნის მქონე ქალებში.


კვლევის ხელმძღვანელი დოქტორი ჯუდით ლუბორსკი (Judith Luborsky) აღნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამჟამად არსებული ტესტები ვერ ახდენს საკვერცხის კიბოს ადრეულ სტადიაზე გამოვლენას, რის გამოც ძალზე მაღალია სიკვდილიანობა ამ დაავადების გამო.


ექსპერტთა თქმით, ეს აღმოჩენა ნამდვილად დამაინტრიგებელია, მაგრამ საჭიროებს უფრო ფართომასშტაბიანი კვლევის ჩატარებას შედეგების დადასტურებისათვის.


კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალში “Cancer Epidemiology, Biomarkers & Prevention”.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий