პარაცეტამოლმა შეიძლება კიბოს განვითარების პროვოცირება მოახდინოს
პარაცეტამოლის რეგულარულმა მიღებამ შეიძლება კიბოს იშვიათი ფორმის
განვითარების რისკი გაზარდოს, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ სიეტლის ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრის მკვლევარები. ისინი ამტკიცებენ, რომ 50 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს, რომლებიც ამ პრეპარატს კვირაში რამდენჯერმე მოიხმარენ, ეზრდებათ სისხლის კიბოს განვითარების რისკი, იტყობინება The Telegraph.

აღნიშნული დასკვნები გაკეთდა დასაწყისში ჯანმრთელი 65 000 ქალისა და კაცის მდგომარეობაზე ექვსწლიანი დაკვირვების შედეგად. ან ხნის მანძილზე 577 ადამიანს განუვითარდა ლიმფომად წოდებული სისხლის კიბოს ერთ-ერთი ფორმა. დაავადებულთა ამ ჯგუფიდან უმეტესობა პარაცეტამოლს რეგულარულად მოიხმარდა.
მათ შორის კი, ვისაც არ განუვითარდა კიბო, მხოლოდ 5% აღნიშნავდა, რომ პარაცეტამოლს კვირაში ოთხჯერ მოიხმარდა. მეცნიერთა გათვლებით, თუკი ადამიანი პარაცეტამოლს კვირაში მინიმუმ ოთხჯერ მაინც ღებულობს, მაშინ, სულ მცირე, ოთხი წლის მანძილზე კიბოს განვითარების რისკი 2%-ით იზრდება.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий