ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარების პროვოცირებას ახდენს

ცხიმოვანი მჟავეებით, რადგან იგი ხელს უწყობს ანთებითი პროცესის შემცირებას და გულის დაცვას დაავადებებისაგან. მაგრამ უკანასკნელი კვლევების მიხედვით, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავეები არც ისე სასარგებლოა, როგორც მიჩნეული იყო. აღმოჩნდა, რომ ეს მჟავა ხელს უწყობს პროსტატის კიბოს აგრესიული ფორმის განვითარებას, იტყობინება The Globe and Mail.
სიეტლის ფრედ ჰატჩინსონის კიბოს კვლევის ცენტრის მეცნიერი, კვლევის ავტორი თეოდორ ბრასკი აღნიშნავს, რომ ამ აღმოჩენით მისი გუნდის წევრები ძალიან გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან საწინააღმდეგო შედეგს ელოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცები, რომელთა სისხლში არაჯანსაღი ტრანს-ცხიმების შემცველობა შეიმჩნეოდა, რაც რიგ ანთებით პროცესებს უკავშირდება, აგრესიული კიბოთი 50%-ით უფრო იშვიათად ავადდებოდნენ. მეცნიერები ამ ფაქტს დღესდღეობით ვერ ხსნიან.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий