пятница, 12 декабря 2014 г.

საერთო ქოლესტერინი

ქოლესტერინი ცხიმოვანი ცვლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, მონაწილეობს ყველა ორგანოსა და ქსოვილის უჯრდების მემბრანების შენებაში; ქოლესტერინისაგან სინთეზირდება მთელი რიგი ჰორმონები – სასქესო ჰორმონები, ვიტამინი D. ქოლესტერინისაგან წარმოიქმნება ნაღვლის მჟავები, რომლებიც შედიან ნაღვლის შემადგენლობაში და მათი მეშვეობით ხდება ნაწლავებიდან ცხიმების შეწოვა. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, ქოლესტერინის ჭარბი რაოდენობა ზრდის ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკს.

Комментариев нет:

Отправить комментарий